მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება

დასრულდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის  №2 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 2017 წლის 09 ოქტომბერს  ხელშეკრულება გაფორმდა  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“-ს შორის.  სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 3 799 999,51 ლარს.