მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 4 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 1 417 208 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 23 ივლისს და მთავრდება 28 ივლისს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/