სოფელ ფლევის საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 2 928 810 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის პირველ ივლისს და მთავრდება 6 ივლისს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/