საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის №141, შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112, ქალაქ თბილისის N199, ქალაქ თბილისის N137, ქალაქ თბილისის №108, ქალაქ თბილისის N92, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ერედას, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ წეროვნის N2, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ ერტისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ მანგლისის N1, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო/სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 1`032`962.00 ლარით.
წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 11 ოქტომბერს და მთავრდება 16 ოქტომბერს 12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/