მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლის სკოლებზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის #1, სოფელ სათხეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ახალქალაქის #4 და სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლებში ღობეების მოწყობისა და სანტექნიკური სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 650 025 ლარით.წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 13 ივლისს და მთავრდება 18 ივლისს 14:30 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/