თბილისის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 22 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.თბილისის N99, N102 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ფილიალის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 467 710 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 9 ივლისს და მთავრდება 14 ივლისს 13:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/