ესიდამ სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლებზე ტენდერი გამოაცხადა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის, ქალაქ სამტრედიის N12, ქალაქ ბაღდათის N2, ქალაქ ქუთაისის N6 და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 856 902 ლარით.წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 16 ივლისს და მთავრდება 21 ივლისს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/
facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/