დასრულდა ელექტრონული ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მშენებლობაზე

დასრულდა ელექტრონული ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. 2017 წლის 21 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ს/ს „სამშენებლო ტრესტი N3“ შორის. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 374 668,07 ლარს.