საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო



ჩვენს შესახებ

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“) 2009 წლის 30 იანვარს შეიქმნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №44 ბრძანების  საფუძველზე.


მისია

სააგენტოს მისიაა საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში.


სააგენტოს მიზნებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვა;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.



ძირითადი მიმართულებები და პროგრამები

ზემოაღნიშნული მისიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო თავის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით წარმართავს:

  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვა:

-         პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“.

  • საქართველოს საჯარო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება:

-         პროგრამა „საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა“;

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“.


სააგენტოს აპარატი

სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 16 მარტის ბრძანება №25 დამტკიცებული საშტატო განრიგით, სააგენტოში 57 თანამშრომელი მუშაობს. პროგრამების განხორციელებისას, საჭიროებისამებრ, დამატებით დაქირავებული იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

 

ბიუჯეტი 2013

2013 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 93 154 022,68 ლარს, მათ შორის:

საკუთარი შემოსავალი (ნაშთი) – 21 022,68 ლარი;

სახელმწიფო ბიუჯეტი - 93 133 000 ლარი, მათ შორის:

სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) - 992 349 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა - 327 651 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - 19 499 200 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 60 078 000 ლარი;

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 12 235 800.

სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ - საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების შესახებ - საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 მარტის 73/ნ ბრძანების შესაბამისად გააჩნია საკუთარი შემოსავლები.

 

ბიუჯეტი 2014

2014 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 109 681 000 ლარს, მათ შორის:

სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) - 1 677 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა - 2 000 000 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - 19 300 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია -68 704 000 ლარი,

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა -9 000 000 ლარი.

 

ბიუჯეტი 2015

2015 წელს სააგენტოს ბიუჯეტი შეადგენს 113 195 000 ლარს, მათ შორის:

სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (აპარატი) - 1 785 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულენბების ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა - 5 000 000 ლარი,

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - 20 000 000 ლარი,

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია -70 610 000 ლარი,

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 15 800 000 ლარი.

ბეჭდვა
..111.. ..maisondupeuplemillau.fr.. Possédant une personnalité modeste Carmella profondément religieux et pourrait bien trouver le bonheur, si on pouvait disposé, cela dans un établissement de son hôpital. Le troisième élève terminer sa carrière ici http://www.maisondupeuplemillau.fr/index.php?cout-du-cialis Janice Gonyea qui, viagra sous 48h quand elle est venue Perkins, avait online levitra generic vue partielle, mais était totalement sourd. Elle n'a pas développé la parole qui a été compliquée carences dentaires. Alors que chez Perkins ils ont été surmontés, discours développé, et à travers des opérations sa vue a été restauré un point où elle ne considère plus un enfant aveugle. Sa famille ayant emménagé du Massachusetts New York, des arrangements ont été faits pour elle entrer dans une école pour sourds dans cet état.