საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო



თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

07.12.2015

ESIDA.Ge


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში სრულად განახლდა ავარიული სპორტული დარბაზი, საქართველოში დღეს ის ერთ–ერთი საუკეთესოა. რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო სპეციალური სპორტული, ფრანგული gerflor-ის წარმოების კომბინირებული 6სმ–იანი ვინილის იატაკი, ისეთი, როგორიც ბაქოსა და თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე იყო გამოყენებული. ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა სველი წერტილები და გასახდელები (მათ შორის ინკლუზიური).
სკოლებში სპორტის სათანადო განვითარებას სამინისტრო ხელს უწყობს ინფრასტრუქტურული პროექტებით. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2013-2015 წლებში 87 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რაშიც 10,164,509 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, განხორციელდა 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 1,887,738 ლარს შეადგენს.
ქ. თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 714 მოსწავლე ირიცხება, სპორტული დარბაზის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ამოქმედდა ექიმის კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „შვედურ კედელს“ და გათბობას. სკოლაში შესაბამისი გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებისთვის - სკოლაში, სადაც 13 სსსმ პირი სწავლობს, ორი სპეც.მასწავლებელი ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სკოლაში სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ გარემონტდა საკლასო ოთახები სასკოლო მზაობის პროგრამისთვის, სადაც ბავშვები აღნიშნულ პროგრამას დაეუფლებიან.

ბეჭდვა
..111.. ..maisondupeuplemillau.fr.. Un groupe plus récent Boys Glee Club qui cette http://www.maisondupeuplemillau.fr/index.php?pharmacie-jean-coutu-prix-viagra année a donné des programmes avant que de nombreuses organisations. Un http://www.maisondupeuplemillau.fr/index.php?kamagra-liquide voyage plus intéressant sur le port de http://www.maisondupeuplemillau.fr/index.php?prix-cialis-pharmacie chanter à la maison de la ville de Long Island dans laquelle les deux clubs ont participé a cialis viagra belgique eu lieu Avril. Un troisième groupe actif cette année a été l'Orchestre garçons qui a effectué un programme de concerts à titre professionnel, et a donné une série émissions sur la station WCRB.