საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო



სააგენტოს დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №225/ნ

2011 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის (20.12.2011წ., №5511) მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის და ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. 2012 წლის 1 იანვრამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

დ. შაშკინი

დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო

ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

2.    სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ქართულ-ინგლისური წარწერით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1 შენობა-ნაგებობა №1.

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

1. სააგენტოს მიზანია სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება.

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს და უზრუნველყოს ამ გეგმის განხორციელება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში;

გ) უზრუნველყოს სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მომსახურების შესყიდვა და განახორციელოს შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

დ) კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნას საექსპერტო ჯგუფები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ინფორმაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან;

ვ) განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ სამინისტროსათვის მოამზადოს წინადადებები და განახორციელოს პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) შეასრულოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცალკეული დავალებები;

თ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სააგენტოს დირექტორი. სააგენტოს დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. (3.04.2013 N 45/ნ)

2. სააგენტოს დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. პირველი მოადგილისა და მოადგილების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. (3.04.2013 N 45/ნ)

4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. (3.04.2013 N 45/ნ)

5. სააგენტოს დირექტორი:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მინისტრის მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად უძღვება სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

დ) წარმოადგენს სააგენტოს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ) განკარგავს სააგენტოს თანხებს სააგენტოს ბიუჯეტის შესაბამისად;

ზ) პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და რაციონალურ გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს მინისტრის და/ან დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით ერთჯერადი ანგარიშებისა და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

ი) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

კ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს;

მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს.

ნ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სააგენტოს სტრუქტურას და საშტატო განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

 

მუხლი 4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება, ანგარიშგება და ქონება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საქართველოსა და უცხოეთის არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებისგან, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროექტებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან მიღებული შემოწირულობა, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წყაროები.

2. სააგენტოს სახსრები და მიღებული შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. სააგენტო საქართველოს კანონმდენლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

5. ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბეჭდვა
..kibis-hannover.de.. Seine Stärke und Wachstum Abnahme und Zunahme bei denen der Staat. Der Staat kann jedoch abhängig sicherlich die Mehrheit der Jugend, die Muttersprache zu sprechen, später arbeitet zum Nutzen und zur Förderung der Interessen der Staat, in dem begrenzten hier Dienst des Reiches selbst, in einer Stadt oder einem kleinen Gemeinde, oder sogar im Ausland. Überall hat erkannt, der Staat seine Pflichten gegenüber der Jugend. Die Schulpflicht ganzen Staat gesetzlich vorgeschriebene und im Rahmen der staatlichen sehr aktiv preis levitra 10 mg 12 stück in Sachen kommunale und öffentliche Gesundheit und kein Mittel hinterlässt ihre Verwaltung und die Förderung nicht nur in Deutschland, sondern auch in den meisten anderen Staaten der Welt die Gemeinden mit den Aufwendungen für die Bildung und Betreuung zahlen Jugend. So sind die praktischen Bedingungen waren der Grund, warum die Ärzte Institution Schule in erster Linie befördert wurde und vollendete er die bereits an den Ergebnissen sieht nicht erreichbar zufrieden scheitern mit der Entwicklung der Institution Schule Ärzten die Möglichkeit, eine freie Entwicklung viel besser mehr lesen in einem kleinen Bereich ein Gemeindeverwaltung, als in einem viel größeren und ausgefahrenen Zustand. ..28.06.2017.. 11