მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

55 050 ცალი პორტაბელური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა  ელექტრონული ტენდერი (SPA180002723)  პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში 55 050 ცალი პორტაბელური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 22,845,750.00 ლარით. წინადადებების მიღება იწყება  მიმდინარე წლის 16 მარტს და   მთავრდება   19 მარტს  12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/