მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია

2019 წელს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს. ამ ბიუჯეტით განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია:

თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა;

149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

31 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;

რამდენიმე პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.