მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წყალტუბოს პროფესიული სასწავლებლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190018217)  ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო  ღირებულება განისაზღვრება  6`398`664.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 03 ოქტომბერს  და მთავრდება 2019 წლის 08 ოქტომბერს   17:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/