მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წინასაახალწლო ღონისძიება სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლაში

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია კარფურის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი ტკბილეულითა და საჩუქრებით მიულოცეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათთვის კოსტიუმირებული ღონისძიება გამართეს. სკოლას, ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე გადაეცა ხმის გამაძლიერებელი. სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლა გამყოფი ზოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს და ერთ-ერთი სკოლაა, სადაც 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ინფრასტრუქტურა განადგურდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრატრუქტურის განვითრების სააგენტოს მხარდაჭერით სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და თანამედროვედ აღიჭურვა.