მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ქალაქ გორში

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გრძელდება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა  გიორგი ხოჯევანიშვილმა და  ქალაქ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის  პერსონალური კომპიუტერებით  შიდა ქართლის 361   მეათეკლასელი   მოსწავლე  დააჯილდოვა.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2557  წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2971 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.