მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კომპლექსის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 3 585 841ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 30 ივნისს და მთავრდება 5 ივლისს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge