მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლა გაიხსნა

უახლესი სტანდარტების მიხედვით აშენებული თბილისის N100 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ 650 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი.