მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ქალაქ ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა, აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქ ბათუმში გამართეს სამუშაო შეხვედრა პროგრამა  „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას“ მიმდინარეობის შეფასების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდა კონტრაქტორი კომპანია შპს „თაიმსერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული იქნა პრობლემატური საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც გაიმართა მსჯელობა. შპს „ თაიმსერვისი“-ს დირექტორმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს განუცხადა, რომ ყველა დარღვევებზე კომპანია მოახდენს სწრაფ რეაგირებას და საგაზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე მომსახურება განხორციელდება  უნაკლოდ.