მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკოორდინაციო ჯგუფი საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამას ახორციელებს

საქართველოს მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაინერგა მოვლა-პატრონობის პროგრამა, რომლის მიზანიც არის საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-მოწყობილობებისა და აღჭურვილობა-აპარატურის ექსპლუატაციის ვადის გახანგძლივება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების შემცირება და მოსარგებლეთათვის უკეთესი გარემოს უზრუნველყოფა; ეფექტიანი მართვისთვის სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა, ჯანსაღი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შენარჩუნება სკოლებში, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სწორი მართვა; პრევენციული და საგანგებო ტექნიკური მოვლა-პატრონობის სისტემის შექმნა; შენობა-მოწყობილობებისა და აღჭურვილობა-აპარატურის ეფექტიანობის გაზრდა, ხარჯთეფექტურად და ენერგოეფექტურად გამოყენება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 13 თებერვალს დაიწყო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროექტის სამოქმედო გეგმის დანერგვის პილოტირების პირველი ფაზა, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით MCA GEORGIA-სა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სრულად რეაბილიტირებული და ახალი აშენებული 126 საპილოტე სკოლის დირექტორების და მნეების, ასევე 45 მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელების და ინფრასტრუქტურის სპეციალისტის ტრენინგს.

პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტარდება შაბათ-კვირას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. ამ ეტაპზე ტრენინგი გაიარა 270 მონაწილემ. პილოტირების პირველი ფაზა დასრულდება 17 მარტს  80 მონაწილის ტრეინინგით.