მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლის შენობა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ  და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა  გახსნა. 90 ბავშვზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  სკოლაში მოეწყო   ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორია, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.  სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.