მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სოფელ ნაგებერაოში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ  ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა  დაათვალიერეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და შენობა მოიცავს  კლას-კაბინეტებს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახს, სასადილო ოთახს და  სპორტულ დარბაზს. სკოლაში ასევე იფუნქციონირებს  სამედიცინო ოთახი. პროექტში გათვალისწინებულია ეზოს და საბავშვო მოედნის კეთილმოწყობა. მშენებლობას, რომელიც 2019 წლის თებერვალში დასრულდება, ახორციელებს შპს „ ქართული სამშენებლო ჯგუფი“ და სახელშეკრულებო ღირებულება   2 638 019.47 ლარს შეადგენს.