მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სკოლის მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (N# SPA170005823) 2017 წლის ასიგენის ფარგლებში 38 010 ცალი მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 72`387.00 ლარით.
წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 21 აპრილს და მთავრდება 25 აპრილს 13:30 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე: procurement.gov.ge/