მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ, პროგრამა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 აპრილს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (N# SPA170005315) საჯარო სკოლებისთვის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების სახელმწიფო შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 4`342`358.00 ლარით. წინადადებების მიღება მთავრდება 2017 წლის 26 აპრილს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/