მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა ქალაქ ბათუმში გამართეს შეხვედრა აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან.
განხილული იქნა საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობა. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია “თაიმსერვისი”-ს ხელმძღვანელი სულეიმან ჩიხლაძე. საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა ძირითადში დადებითად შეაფასეს კომპანიის საქმიანობა, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისას დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიას მიეცა შესაბამისი მითითებები.
შეგახსენებთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას ახორციელებს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2018-19 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის პროგრამაში ჩართულია 1243 საჯარო სკოლა, პროგრამით სარგებლობს 67 016  მოსწავლე.