მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

საზოგადოებრივი კოლეჯი „მოდუსის“ შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 25 მაისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი კოლეჯი „მოდუსის“ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 1 947 512.00 ლარით. წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 13 მაისს და მთავრდება 18 მაისს 12:30 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/