მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სარეაბილტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე  წლის  09 იანვარს   გამოაცხადა  ელექტრონული   ტენდერი (NAT190000693)           ქ. თბილისის N59-ე და  N71-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  1 115 316.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 26  იანვარს  და მთავრდება 2019 წლის 31 იანვარს  12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/