მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში კომპიუტერების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი დასრულდა

დასრულდა ელექტრონული ტენდერი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის. ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „იუ-ჯი-თი“ შორის.

აღნიშნული კომპიუტერების შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში შესყიდული 53 700 ცალი პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი) უსასყიდლოდ გადაეცემა 2017-2018 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებულ საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს.

2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს „იუ-ჯი-თი“ ვალდებულია 53 700 ცალი პორტაბელური კომპიუტერი Acer TravelMate B117 Notebook PC სააგენტოს მიაწოდოს ეტაპობრივად:

13000 კომპიუტერი არაუგვიანეს 2017 წლის 1 მაისისა;

40 700 ცალი არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივლისისა;

პროგრამა ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ხორციელდება 2010 წლიდან და ემსახურება სწავლის ხარისხის ამაღლებას.