მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

მუხურას საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190020001)  ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლის ახალი სასწავლო შენობის მშენებლობის სამუშაოების ერთობლივად შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო  ღირებულება განისაზღვრება  1`089`180.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 06  ნოემბერს  და მთავრდება 2019 წლის 11 ნოემბერს   12:30 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/