მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს განათლების რეფორმის ფარგლებში ახალი სკოლის მოდელის პროგრამით გათვალისწინებული სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სკოლებში დამატებით ელექტრონული და მატერიალური საგანმანათლებლო რესურსების, განვითარებადი და განახლებადი ბაზის შექმნას და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ამჟამად მიმდინარეობს „ახალი სკოლის” მოდელის პილოტირების პირველი ეტაპით შერჩეული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 67 საჯარო სკოლის უზრუნველყოფა 202 691.50 ლარის ღირებულების 269 ერთეული პროექტორით.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის განმავლობაში უკვე განხორციელდა საქართველოს მასშტაბით ამავე 67 საჯარო სკოლის აღჭურვა 1 913 461 ლარის ღირებულების პორტაბელური კომპიუტერებით.

„ახალი სკოლის“ მოდელის პროგრამა საქართველოს განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ნაწილია, რომელიც საბოლოოდ მოიცავს განათლების ყველა მიმართულებასა და საფეხურს და საბოლოო მიზანს 2024 წლისთვის მიაღწევს.