მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტების შენობა დამატებით 150 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და გადასასვლელი დერეფნით დაუკავშირდება არსებულ კორპუსს. მასში საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ხელოვნების ოთახი, სასადილო, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასები; იფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდება სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.
მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.