მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა კახეთის რეგიონის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ  მიმდინარე წლის 5 აპრილს  გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (NAT180005486) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის, ქ. თელავის N9, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელო რუისპირის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის, ქ. ლაგოდეხის N1, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო  შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 2 350 226. 00  ლარით. წინადადებების მიღება იწყება  2018 წლის 22 აპრილს და მთავრდება 27 აპრილს  15:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/