მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

დედამიწის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.1990 წლიდან საქართველო ამ ქვეყნების სიაშია.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, თანამშრომლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ქალაქ თბილისის N105 საჯარო სკოლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგო.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ღონიშძიების მიზანია სუფთა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.