მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ტენდერი სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 02 მაისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (NAT180006860) ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 553 173.00 ლარით. წინადადებების მიღება იწყება 2018 წლის 18 მაისს და მთავრდება 23 მაისს 13:30 საათზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/