მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის N16-ე, N58-ე, N159-ე, N177-ე და N195-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე  წლის  01 მარტს  გამოაცხადა  ელექტრონული   ტენდერი  (NAT190004502)  ქალაქ თბილისის N16-ე, N58-ე, N159-ე, N177-ე და N195-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო   შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  2`582`132.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 17 მარტს  და მთავრდება 2019 წლის 22 მარტს  14:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/