მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის ათი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190014340)  ქალაქ თბილისის N22-ე, N41-ე, N53-ე, N64-ე, N76-ე, N128-ე, N166-ე, N192-ე, N199-ე და N217-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ღირებულება განისაზღვრება  2`406`562.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 03 აგვისტოს  და მთავრდება 2019 წლის 08 აგვისტოს   14:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/