მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა  ელექტრონული ტენდერი (NAT190013247) ქალაქ თბილისის N90-ე საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ღირებულება განისაზღვრება  2`578`163.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 20 ივლისს  და მთავრდება 2019 წლის 25 ივლისს   14:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/