მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე  წლის  15 მარტს  გამოაცხადა  ელექტრონული   ტენდერი  (NAT190005385)  ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო და გარე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  3`384`491.0 ლარით. წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 31 მარტს  და მთავრდება 2019 წლის 05 აპრილს  13:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/