მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე  წლის  05 მარტს  გამოაცხადა  ელექტრონული   ტენდერი  (NAT190004679) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სსიპ – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო   შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  3`648`790.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 21 მარტს  და მთავრდება 2019 წლის 26 მარტს  14:00 საათზე.  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/