მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ, მიმდინარე წლის 20  დეკემბერს,  გამოაცხადა ელექტრონული   ტენდერი აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვაზე.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება  2`631`695.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2018  წლის 28 დეკემბერს და მთავრდება 31   დეკემბერს  13:30 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/