მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი 7-12 კლასის სახელმძღვანელოების შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ, პროგრამა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 თებერვალს  გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA180002392) საჯარო სკოლებისთვის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვაზე. აღნიშნული სახელმძღვანელოები განკუთვნილია საჯარო სკოლების 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 2`005`800.00 ლარით. წინადადებების მიღება მთავრდება 2018 წლის 12 მარტს  12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/