მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოცხადა ელექტრონული ტენდერი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების შესყიდვაზე

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 02 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA180005967) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების შესყიდვაზე თანმდევი მიწოდების მომსახურებით.  პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება   8 819 ლარია, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 12 726 142 ლარი.

წინადადებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 14 ივლისს და მთავრდება 17 ივლისს 12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/