მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის N59-ე და N71-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ, მიმდინარე წლის 09 იანვარს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ თბილისის N59-ე და N71-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 1`115`316.00 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2019 წლის 26 იანვარს და მთავრდება 31 იანვარს 12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/