მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ არალის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლა აშენებულია 17 021 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 192 მოსწავლეზე. თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა მოიცავს სპორტულ და სააქტო დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ექიმის კაბინეტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კაბინეტებს. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემით და ინტერნეტით.