მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყეს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლის მშენებლობა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 2018 წლის 15 აგვისტოს დაასრულა. სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. 20-25 ბავშვიანი, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.