მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ადიგენის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 მაისსს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი სმადი, ზანავი, მლაშე, უდის №2, კახარეთისა და დაბა ადიგენის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 498 428 ლარით.

წინადადებების მიღება იწყება 2017 წლის 26 მაისს და მთავრდება 31 მაისს 12:00 ზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე- http://procurement.gov.ge/